მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა 143 მედალი მოიპოვეს. ეროვნულმა ნაკრებმა ოქროს ხუთი, ვერცხლის შვიდი და ბრინჯაოს ექვსი მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ჯამში 29 მედალი დაიმსახურეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმაც. მათ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
პარამკლავჭიდელი, მსოფლიოს ჩემპიონი ლევან მახათაძე აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იყო ძალიან დიდი კონკურენცია იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, მან შეძლო და მსოფლიო ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა:
"მსოფლიო ჩემპიონატზე იყო ძალიან დიდი კონკურენცია, ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა, მაგრამ ღმერთის წყალობით და ჩემი გარემოცვის ძალიან დიდი თავდაუზოგავი შრომით, შევძელი და მოვიპოვე უკვე მეორედ მსოფლიო ჩემპიონობა,"- აცხადებს პარამკლავჭიდელი, მსოფლიოს ჩემპიონი ლევან მახათაძე.