22 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
საქართველოში მოქმედი ცალკეული ენჯეოები, ფაქტობრივად, ახორციელებენ სრულ პოლიტიკურ საქმიანობას, ჩართული არიან წინასაარჩევნო პროცესში - დავით მათიკაშვილი

31 აგვისტოს თბილისში დემოკრატიის ფესტივალის გამართვა პოლიტიკური შეფასებების საგანია. "დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" მხარდაჭერით ეს იქნება მეოთხე ღონისძიება, რომელსაც წალენჯიხის, თელავისა და ქუთაისის შემდეგ, ამჯერად დედაქალაქი უმასპინძლებს.

მმართველი გუნდში ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ღონისძიება უკვე ოფიციალურად არის პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტის მიერ დაგეგმილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული არიან წინასაარჩევნო პროცესში.

"საქართველოში მოქმედი ცალკეული ენჯეოები, რომლებიც პირდაპირ არიან შერწყმული პოლიტიკურ პარტიებთან, ქვეყნის კანონმდებლობის გვერდის ავლით, ფაქტობრივად, ახორციელებენ სრულ პოლიტიკურ საქმიანობას, ჩართული არიან წინასაარჩევნო პროცესში. ისინი იმალებიან გარკვეული ფესტივალების საფარქვეშ, ცდილობენ, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხებით მოახდინონ საზოგადოებასთან კომუნიკაცია წინასაარჩევნო პროცესში აგიტაციის კუთხით. ყველამ უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ის პოლიტიკური მიზნები, რომელიც მათ უკვე აქვთ გაცხადებული, უნდა იყოს ასახული პოლიტიკურ არეალში შესაბამისი სახით, რასაც ჰქვია პოლიტიკური პარტია," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები