მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში ქალს დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.