საარჩევნო კამპანიის პარალელურად, რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება.
დღეს, დუშეთის ჯერი იყო, კონცერტების სერია 22 აგვისტოს ლენტეხიდან დაიწყო და ცაგერსა და ამბროლაურში უკვე ჩატარდა.
კონცერტში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ჯგუფები და შემსრულებლები, რომლებიც ასევე ღია მხარდაჭერას უცხადებენ მმართველ პარტიას და მსმენელს სიტყვითაც მიმართავენ.
მხარდამჭერი კონცერტები პირველი სექტემბრის ჩათვლით, ყველა რეგიონში ჩატარდება.
ავტორი: მარიამ ურუშაძე