22 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც 112 წლის გახდა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი 112 წლის გახდა. ჯონ ალფრედ ტინისვუდი 1912 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. იმ წელს, როდესაც ტიტანიკი ჩაიძირა და ნიუ მექსიკო და არიზონა აშშ-ს შტატები გახდნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"გინესის წიგნის" მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი 112-ე დაბადების დღეს, დასავლეთ ინგლისის ზღვისპირა ქალაქ საუთპორტში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავს.

ტინისვუდის განცხადებით, ამ ასაკამდე მიღწევას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს და ამაში რაიმე განსაკუთრებულს ან სასიხარულოს ვერ ხედვას.

დღის ამბები