23 აგვისტოს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ კონცერტი გაიმართა. მსმემელის წინაშე წარსდგა მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).კონცერტზე შესრულდა: ენიო მორიკონეს - სამი თემა, ნინო როტას - მიძღვნა ფედერიკო ფელინის, ჯუზეპე სანჯენიტის - ჯულიეტა ობობა, ჯუზეპე სანჯენიტის - ჯულია, ხალედ მუზანარის - წერილი დაკარგულ მამას, ასტორ პიაცოლას - ობლივიონი, ასტორ პიაცოლას - Adios Nonino, ასტორ პიაცოლას - მელოდია ლა მინორი, ასტორ პიაცოლას - Vuelvo al sur, ასტორ პიაცოლას - ლიბერტანგო. ბისზე: ლუის ბაკალოვის - Il postino, გარდელ - por una cabeza.
გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:
"23 აგვისტოს გაიმართა ფესტივალის ბათუმური ნაწილის გახსნითი კონცერტი. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დიდი წარმატებით ჩაიარა საღამომ. გულათადად მიგვიღო პუბლიკამ - აპლოდისმენტებითა და ბრავოს შეძახილებით. ბათუმური პუბლიკა როგორც ყოველთვის განსაკუთრებულია, მათთან შეხვედრა დიდი დღესასწაულია. ისინი დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით გამოირჩევიან. ჩვენ ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამა შევადგინეთ. მსმენელის წინაშე წარსდგა მსოფლიოში ცნობილი შესანიშნავი იტალიელი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტრო დარკი და ჩვენმა შესანიშნავმა საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ თავისი შესანიშნავი პირველი ვიოლინოთი ლელა მჭედლიძით.
25 აგვისტოს კვლავ ბათუმში გაგრძელდება ფესტივალი. ძალიან საინტერესო კონცერტს შევთავაზებთ პუბლიკას. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგება შესანიშნავი ახალგაზრდა ვირტუოზი მევიოლინე ელვინ ხოჯა განიევი (აზერბაიჯანი/თურქეთი) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). შესრულდება თემატური პროგრამა - ვივალდის „წელიწადის დრონი“ და ასტორ პიაცოლას „ბუენოს აირესის წელიწადის დრონი“. ვეპატიჟებით ყველა მუსიკის მოყვარულს.“
მაია ხაჯიშვილი, აჭარის კულტურის მინისტრი:
"ღამის სერენადები“პირველი საღამო გაიმართა ბათუმში. კლასიკური მუსიკის არაჩვეულებრივი საღამო აჩუქა ქალაქს ამ ფესტივალმა. პუბლიკა, ერთიანობა და უწყვეტი ოვაციები ნამდვილად ადასტურებს “ღამის სერენადების“ განსხვავებულობას.
ეს არის ფესტივალი, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავი ბათუმის საფესტივალო რუკასა და საფესტივალო კალენდარში, თუმცა წელს მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.სამწუხაროდ, გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე ქალბატონი ლიანა ისაკაძე და ჩვენ გვინდა, რომ ეს ფესტივალი სამუდამოდ დაუკავშირდეს მის ხსოვნასა და შემოქმედებას. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ „ღამის სერენადები“ დაუბრუნდება ძირძველ ფესვებს - აფხაზეთს, რაც ქალბატონი ლიანას დიდი ოცნება იყო.“
სოფო ხალვაში:
"ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ უკვე მე-16-ედ ტარდება ქალაქ ბათუმში. პირველი კონცერტი იყო განსაკუთრებული და დაუვიწყარი. მარიო სტეფანო პიეტრო დარკი ქართველ მუსიკოსებთან ერთად წარსდგა მსმენელის წინაშე და მართლაც საოცარი საღამო გვაჩუქა. ვიმოგზაურეთ იტალიაში, იმ ფილმებში, რომლებიც ძალიან გვიყვარს. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ მოგვეცა საშუალება,ასეთი დღესასწაულის მონაწილენი გავმხდარიყავით.
მარიო სტეფანო პიეტრო დარკი, ბანდონეონი, იტალია:
„უბედნიერესი ვარ, რომ ბათუმში ჩემი კონცერტით გაიხსნა „ღამის სერენადები“. საოცარ თეატრში საოცარი მსმენელი შეიკრიბა, არაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად შევასრულე იტალური მუსიკა. დიდი მადლობა ბათუმს, დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას საოცარი ემოციებისთვის. ყოველთვის ვამბობ, რომ კონცერტი არის ურთიერთობა მუსიკოსსა და მსმენელს შორის. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო და მადლობა ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის.“
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.
ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.
ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”. ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, “პალიტრა ჰოლდინგი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.