გერმანიაში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე, ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავეს - ამის შესახებ დიუსელდორფის პოლიციის უფროსმა და პროკურორმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
პროკურორის თქმით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სამართალდამცველები ტერორიზმის ვერსიას არ გამორიცხავენ.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ სოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი მამაკაცი და ერთი ქალი დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.