22 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
დაჭრა ფონიჭალაში - სავარაუდოდ, დაპირისპირება იმ ფულმა გამოიწვია, რომელსაც ბერი ნარიმანი არიგებს

ფონიჭალაში, ბერი ნარიმანის საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბერ ნარიმანთან მრევლი იმყოფებოდა, შემთხვევა მეშვიდე სართულზე მოხდა. როგორც ადგილობრივები "კურიერთან" ჰყვებიან, სავარაუდოდ დაპირისპირება გამოიწვია იმ ფულმა, რომელსაც ბერი ნარიმანი არიგებს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია თუ რა გახდა რეალურად დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. 

"ასეთი რაღაცები ძალიან ხშირად ხდება აქ, ერთი კვირის წინ არასრულწლოვანი დააგორეს კიბეებიდან და სამი ეკიპაჟი პატრული იყო მოსული. დღეს დილითაც დავინახე სასწრაფო და პატრული, მეგონა გასაშველებლად მოვიდნენ. მერე აღმოვაჩინე რომ ბერი ნიკოლოზის სადარბაზოში ორი მამაკაცი იყო დაჭრილი,"- აცხადებს ადგილობრივი. 

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: სიმონ შანავა. 

დღის ამბები