22 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
აშშ-ში ქალი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მანქანას მართავდა რის გამოც მისი 9 წლის შვილი დაიღუპა

აშშ-ში, ნიუ-იორკში ახალგაზრდა დედას ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილით საპირისპირო მიმართულების ზოლში მოძრაობას ედავებიან, რის გამოც ავარია მოხდა და მისი 9 წლის შვილი დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ფატალური ავარია ხუთშაბათს დილით ლონგ აილენდში, საფოლკის ოლქში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეჯახებისას ავტომობილის 32 წლის კერი ბედრიკი მართავდა მისი მცირეწლოვანი ვაჟი კი უკანა სავარძელზე იჯდა.

32 წლის ქალს სასამართლომ რამდენიმე ბრალდება წაუყენა, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა -შენახვა, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა, მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილით გადაადგილება და ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა. სასამართლოზე ქალმა განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

ბრალდებულს სასამართლომ 1 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. შემდეგი სასამართლო პროცესი 27 აგვისტოს გაიმართება.

დღის ამბები