უკრაინაში 115 სამხედრო ტყვე დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით დაბრუნებულები მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან.
ტყვეების გაცვლის პროცესი არაბთა გაერთიანებული საამიროების დიპლომატიური უწყების შუამავლობით განხორციელდა.