22 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
ფონიჭალაში ორი ადამიანი დაჭრეს - შემთხვევა ბერი ნარიმანის საცხოვრებელ კორპუსში მოხდა

ფონიჭალაში ორ ადამიანს სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მისამართზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ბერი ნარიმანი ცხოვრობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

 

დღის ამბები