ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-მ განუცხადა გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.