საფრანგეთში, სინაგოგის წინ რამდენიმე მანქანა აფეთქდა - შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაშავდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს აშკარა დანაშაულებრივი ქმედება უწოდა.
მან სოციალურ ქსელ "X-ზე", გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა: "მინდა დავარწმუნო ჩვენი ებრაელი თანამოქალაქეები და მუნიციპალიტეტი ჩემს სრულ მხარდაჭერაში“.
ფრანგული გაზეთის Le Figaro-ს ცნობით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს ადამიანი, რომელიც სინაგოგის წინ მანქანებს ცეცხლს უკიდებდა.
საფრანგეთში ებრაული ინსტიტუტების წარმომადგენლობითმა საბჭომ (CRIF) ინციდენტს, "ებრაელთა მკვლელობის მცდელობა" უწოდა.
CRIF-ის პრეზიდენტმა "X-ზე" დაწერა, რომ მანქანაში გაზის კასრის აფეთქება სინაგოგის წინ მლოცველთა ჩამოსვლის მოსალოდნელ დროს მოხდა.