აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, გადაშენების პირას მყოფი 100-ზე მეტი ლეოპარდისებრი ბაყაყი კოლუმბიის ნაციონალური პარკის ველურ ბუნებაში გაუშვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ლეოპარდისებრი ბაყაყი ჩრდილოეთ ამერიკის ენდემური ჯიშია, თუმცა 1999 წლიდან ისინი გადაშენების პირას მყოფ კატეგორიას მიეკუთვნებიან.
ბაყაყის კვერცხები ორეგონის ზოოპარკმა შეაგროვა და ველურ ბუნებაში უკვე ზრდასრული ბაყაყები გაუშვა.