პარალიზებული ბავშვი ღაზაში - ჯანმო-ს განცხადებით, 25 წლის განმავლობაში პირველად, პოლიომიელიტის მეორე შტამის შემთხვევა დაფიქსირდა.
ომისგან განადგურებულ ღაზაში 10 თვის ჩვილი პოლიომიელიტის მეორე შტამის დაავადების გამო პარალიზდა, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა. გაერო ყველა ბავშვის სასწრაფო წესით ვაქცინაციის მოუწოდებით გამოდის.
ვირუსის მეორე შტამი (cVDPV2), რომელიც პირველსა და მესამეზე მეტად საფრთხის შემცველი არ არის, პასუხისმგებლი იყო ბოლო რამდენიმე ვირუსულ აფეთქებაზე, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც ვაქცინირების დაბალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.
გაეროს სააგენტოებმა ისრაელსა და "ჰამასს" მოუწოდეს დათანხმდნენ 7 დღიან ჰუმანიტარულ პაუზაზე, რათა მოხერხდეს ტერიტორიაზე ვაქცინირების ჩატარება.
"პოლიომიელიტი არ არჩევს ერთმანეთისგან ებრაელ და პალესტინელ ბავშვებს. ჰუმანიტარული პაუზის გაჭიანურება ბავშვებში დაავადების გავრცელების რისკს გაზრდის,“ - განაცხადა პალესტინელი ლტოლვილების მიმართულებით გაეროს წარმომადგენელმა ფილიპ ლაზარინიმ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს გებრეისუსის ინფორმაციით, ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც მარცხენა ფეხის ქვედა კიდური აქვს პარალიზებული, სტაბილურია.
ჯანმოს განცხადებით, ჭარბად დასახლებულ ღაზას სექტორში აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის თვის დასაწყისში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინირების კამპანიის ორი ტალღა ჩატარდება.
წყარო: Reuters