ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.
მომხდარის სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.
ფაქტზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.