22 ნოემბერი 2024,   04:08
ვრცლად
მაქსიმუმი გაკეთდება, რომ ყველა ის პარტია, რომელიც, რეალურად, "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცეს - ნინო წილოსანი

პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს, პოლიტიკური შეფასებების საგანია. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია გარედან მართული ძალაა, რომელიც მზადაა, ქვეყანა ომში ჩართოს. უმრავლესობის განცხადებით, მათ ამისთვის არანაირი რესურსი არ აქვთ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რომ ყველა ის პარტია, რომელიც, რეალურად, "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცეს.

"ჩვენი მხრიდან გაკეთდება მაქსიმუმი, რომ ყველა ის პარტია, რომელიც ვითომ "ნაციონალური მოძრაობის" საფარქვეშიდან ხელოვნურად არის გამოსული, მაგრამ, რეალურად, სწორედაც რომ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს, ეს ადამიანები ვერ გაექცნენ პასუხისმგებლობას - ეს იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ სამართლებრივი. რაც შეეხება პარლამენტში პარტიების შემოსვლას, ამას განსაზღვრავს ქართველი ამომრჩეველი. ქართველი ამომრჩეველი, ამ ეტაპზე, კვლევებით დადასტურებულად, 60%-მდე მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას" და უკვე შემდგომ გადანაწილებული ხმები გარკვეულწილად გვაფიქრებინებს, რომ პარლამენტში შესაძლოა იყოს ორი ან მაქსიმუმ სამი პოლიტიკური პარტია." - აცხადებს ნინო წილოსანი.

 

დღის ამბები