22 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ნებისმიერი ადამიანი შერჩეულია "ქართული ოცნების" მიმართ ერთგულებისა და იმ ღირებულებების ერთგულების პრინციპით, რომლითაც ჩვენ 2012 წლიდან ვმოქმედებთ - ნინო წილოსანი დელეგატებზე

უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, დელეგატების შემთხვევაში იქნება, თუ მთლიანად სიის ფორმირებაში, ნებისმიერი ადამიანი შერჩეულია "ქართული ოცნების" მიმართ ერთგულების და იმ ღირებულებების ერთგულების პრინციპით, რომლითაც მმართველი გუნდი 2012 წლიდან მოქმედებს.

"დელეგატების შემთხვევაში იქნება, თუ მთლიანად სიის ფორმირებაში, ნებისმიერი ადამიანი შერჩეულია "ქართული ოცნების" მიმართ ერთგულების და იმ ღირებულებების ერთგულების პრინციპით, რომლითაც ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ვმოქმედებთ, ვიმარჯვებთ და ამ გამარჯვებებით ვაზეიმებთ ქართველ ხალხს ქვეყნის წინსვლას.

რაც შეეხება ოპოზიციის სპეკულაციას, რა თქმა უნდა, ის ფაქტია, რომ მათ მხარეს არცერთი ცნობილი, წარმატებული და, რაც მთავარია, ღირსეული სახე არ არის. ჩვენ შემთხვევაში, ყველა ის წარმატებული, ღირსეული და ხალხისთვის საყვარელი სახე, რომელიც დასახელდა, სწორედ იმიტომ მოდის "ქართულ ოცნებაში", რომ ისინი სრულად იზიარებენ ჩვენს მიზნებს", - განაცხადა წილოსანმა.

 

დღის ამბები