ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" 21 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება საქართველოს სამ ქალაქში: ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში და ერთი თვის განმავლობაში შესთავაზებს მსმენელს შვიდ კონცერტს, ქართველი მხატვრების გამოფენებს, დარგობრივ მასტერკლასებსა და ვორქშოპებს მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები: ბეატრიჩე ვენეცი - დირიჟორი, იტალია; სანდრონებიერიძე - ფორტეპიანო, საქართველო; მარიოსტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია; ელვინხოჯა განიევი - ვიოლინო, აზერბაიჯანი/თურქეთი; ანდრეს გაბეტა - ვიოლინო, საფრანგეთი; მორისშტიგერი - ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; გიორგიშავერზაშვილი - ფორტეპიანო, საქართველო; გიორგიხაინდრავა - ვიოლინო, საქართველო; ლიზი რამიშვილი - ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი - სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი - კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი - მეცო-სოპრანო, საქართველო; ანსამბლი "ბორჯომი (ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი); ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ფესტივალისსაბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).
წლევანდელი ფესტივალი, საზეიმოდ გაიხსნება ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში“. 21 აგვისტოს, ღია ცის ქვეშ გაიმართება დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდება მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, ბელა ბარტოკის "რუმინული ცეკვები“, ფრაგმენტები ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დროებიდან და ქართული მუსიკა: რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.
გახსნითი კონცერტის შემდეგ ფესტივალი გადაინაცვლებს ბათუმში და ორ კონცერტს გამართავს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
23 აგვისტოს, ცნობილი იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი შეასრულებს მსოფლიო კინომუსიკის შედევრებს, Tango Nuevos-ს ფუძემდებლის ასტორ პიაცოლასა, ენიო მორიკონეს, ნინო როტას სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს.
25 აგვისტოს, ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი წარადგენს ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დროებს.
თბილისში "ღამის სერენადები" 4 კონცერტს გამართავს - 15, 17, 18 და 20 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
15 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში უკვე მეორედ, პუბლიკა მოუსმენს იტალიელ დირიჟორს, Orchestra Scarlatti Young-ის და „Milano Classica“-ს მთავარი დირიჟორს, ტოსკანას ორკესტრის მთავარ მოწვეულდირიჟორს, ფონდ Taormina Arte-ს სამხატვროხელმძღვანელს, იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველს მუსიკის დარგში - ბეატრიჩე ვენეცის. იგი ფესტივალის პარტნიორ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარადგენს იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებს - ოტორინო რესპიგის "რომის პინიებს“. ასევე ყველასთვის ცნობილ და წარმატებულისაერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტ სანდრო ნებიერიძესთან ერთად შეასრულებს რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტს.
17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება. ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები და ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები: ლიზი რამიშვილი, მარიამ როინიშვილი და გიორგი ოიკაშვილი სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ბრაზილიელი კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეასრულებენ. სპეციალურად ამ საღამოსთვის, ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა მთელი რიგი ნაწარმოებების საავტორო არანჟირებები სიმებიანი ორკესტრისთვის, რომელიც გაამდიდრებს სიმებიანი ორკესტრისთვის არსებულ რეპერტუარს.
18 სექტემბერს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკა აჟღერდება. "ჩეხური მუსიკის წლის“აღნიშვნას „ღამის სერენადებიც“ შეუერთდება. პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკას შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მოწვეული სტუმრებიც.
20 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნით საღამოს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ბაროკოს მუსიკის ორი წამყვანი შემსრულებელი მევიოლინე ანდრეს გაბეტა და ბლოკ-ფლეიტისტი მორის შტიგერი წარმოადგენენ სპეციალურად ფესტივალისთვის შედგენილ პროგრამას "ვივალდი და მეგობრები“.
საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები", რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა "ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ "ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი - ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე - მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.
ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.
ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: "ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან "ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”. ძმები ხუციშვილების "ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია "რუსთავი2“, ტელეკომპანია "იმედი“, "პოს ტვ“, "ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო “კლიპ არტი“, “პალიტრა ჰოლდინგი”, საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი "Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი "Messenger”, ჟურნალი "სარკე“, გაზეთი "აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო "ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.
ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე.