22 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" არის იდეა, "ნაციონალური მოძრაობა" არის ამ ქვეყნის მომავალი - პეტრე ცისკარიშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს,  პოლიტიკური შეფასებების საგანია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზემოქმედებას ცდილობს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ამ ქვეყნის მომავალი. 

"ნაციონალური მოძრაობა" არის იდეა, "ნაციონალური მოძრაობა" არის ამ ქვეყნის მომავალი, არის ის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ რეჟიმს დაამარცხებს. ვერავის ისინი ვეღარ გაასამართლებენ, იმიტომ, რომ აღარ ექნებათ ის ბერკეტები, რასაც ფლობენ. გარკვეული მომხრეების ანგაჟირება სურთ, დაჭერებით, ლიკვიდაციებით, პარტიის გაქრობით, საქმეების გამოძიებით. 12 წელი ჰქონდათ მათ, არაფერი გამოსაძიებელი არ არის," - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილმა.

განცხადება გააკეთა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მდივანმა, კოალიცია "ძლიერი საქართველო", სალომე სამადაშვილმა.  

"წინა მოწვევის პარლამენტში ივანიშვილს ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და დაინიცირებული იყო იმ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ კანონი, რომელსაც მხარი არ დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის საკონსტიტუციო უმრავლესობამ,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები