საგანმანათლებლო სფეროს წლის მთავარ მოვლენამდე უფრო ნაკლები დრო რჩება. საქართველოს განათლების სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატები უნდა გამოავლინოს. ინტერესი საკმაოდ დიდია, პედაგოგების მთავარ კონკურსში 2000 აპლიკანტის განაცხადია. განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის ეროვნულ პრემიას, სპეციალურად შექმნილ სამკერდე ნიშანსა და ფულად ჯილდოს 10 000 ლარის ოდენობით, მხოლოდ 10 კონკურსანტი მიიღებს.
წლების წინ არჩეულმა გზამ გაამართლა - პეტრე ბაბილუა იმ 10 პედაგოგს შორისაა, ვინც გასულ წელს, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატობა დაიმსახურა. წელს კი, ჟიურის წევრია და "კურიერთან" იმ დღეს იხსენებს, როდესაც მას მნიშვნელოვანი ჯილდო გადაეცა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მასწავლებლის ეროვნული პრემიის ცერემონიისთვის წელსაც ემზადება. მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა - ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კონკურსის მონაწილე პედაგოგებმა უნდა დააკმაყოფილონ. ჟიური მრავალფეროვანია და მასში სხვა სფეროს წარმომადგნლებიც შედიან.
კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია. 2000 აპლიკანტიდან სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო 10 კანდიდატი უკვე შეარჩია და მათ განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი გადაეცემა.
მასწავლების ეროვნული პრემიის ინიციატივა განათლების სამინისტროს ეკუთვნის. კონკურსი პირველად გასულ წელს ჩატარდა . კიდევ ერთი დღე, რომელიც სამინისტრომ პედაგოგებისთვის დააწესა, მასწავლებლის ეროვნული დღეა, რომელიც 27 ოქტომბერს აღინიშნება.
საგანმანათლებლო სფეროში წლის მთავარ მოვლენა "მასწავლებლის ეროვნული პრემისს" დაჯილდოების ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება.