22 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა "ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნებზე - პარტიის საპატიო თავმჯდომარის მთავარი გზავნილები

რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა "ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნებზე - ბიძინა ივანიშვილმა მთავარი გზავნილები თავის გამოსვლაში გააჟღერა. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ის მთავარი მიზეზებიც ჩამოთვალა, რის გამოც მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას აპირებს. ივანიშვილის თქმით, არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ოჯახურ და ქრისტიანულ ფასეულობებზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქვეყნის ევროპული მომავალზე გადის.

სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფას ასახელებს მმართველი ძალა მთავარ საკითხად გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. სახელისუფლებო გუნდში ირწმუნებიან, რომ საფრთხე რეალურია და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან კონკრეტული პოლიტიკური ძალების აქტივობაც სწორედ ამაზე მიანიშნებდა.

გასამართლების პირობა ნაწილობრივ მუქარად, ნაწილობრივ კი წინასაარჩევნო მანიპულაციად შეაფასეს ადრესატებმა.

ოპოზიციის ნაწილი "ქართული ოცნების" გზავნილებს აქტუალურ საკითხებად არ აღიქვამს.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ თუ როგორ განვითარდება ქვეყანა და რამდენად შეინარჩუნებს ხელისუფლება მშვიდობას და კეთილდღეობას - ეს სწორედ მოსახლეობის მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.

"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პრიორიტეტები გაწერა, 26 ოქტომბრისთვის მზადება და საარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად დაიწყო.

 

 

დღის ამბები