22 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ოთარ შამუგია თხილის შემნახველი და გადამმუშავებლი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოს რეგიონში მოქმედ თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა.

სახელმწიფოს მხარდაჭერით შენდება თხილის ახალი ბაღები, იქმნება შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა. ფერმერებისათვის ხელმისაწვდომია მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, რაც ექსპორტის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოების კარგი წინაპირობაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში თხილის შემნახველი და გადამამუშავებელი 23 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 10,2 მლნ ლარით. მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 12 ახალი საწარმოს შექმნა თანადაფინასებულია 5,6 მლნ ლარით.

პროექტის ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, თხილის შენახვა -გადამუშავების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით 63 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხებია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს თანდაფინანსება 18 მლნ ლარს აღემატება. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, თხილის შემნახვა-გადამამუშავების მიზნობრიობით 39 მლნ ლარის ღირებულების სესხებია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება 11,7 მლნ ლარს აღემატება.

მეწარმეებთან შეხვედრა კომპაანიის „NUTSGE“ თხილის გადამამუშავებელ საწარმოში შედგა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე იმყოფებოდა.

ოთარ შამუგიამ თხილის მსხვილ მწარმოებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სენაკის მუნიციპალიტეტში შპს „ჯეონათის“ თხილის ბაღში იმყოფებოდა, სადაც თხილის მსხვილ მწარმოებლებს შეხვდა.

მეთხილეობის დარგის განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთი-ერთი მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ფერმერების მხარდასაჭერად. ხელშეწყობა მოიცავს თხილის ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა კომპონენტს. თხილის კულტურის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მხრივ, აღსანიშნავია, რომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 1,180 ჰა-ზე თხილის ბაღების გაშენებაა თანაფინანსებული. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 604 ჰექტარზე. რაც შეეხება იაფ ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობას, თხილის ბაღების გაშენებისა და მოვლის მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 50 მლნ ლარის ღირებულების 927 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 13,9 მლნ ლარს აღემატება. მათ შორის სამეგრელოს რეგიონში გაცემულია 12,8 მლნ ლარის ღირებულების 174 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანდაფინანსება 3,7 მლნ ლარს აღემატება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე იმყოფებოდა.

დღის ამბები