პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ზვერიაშვილმა წარმატებულად იასპარეზა. მან ერთ კატეგორიაში ვერცხლის, მეორე კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატი მოლდოვაში მიმდინარეობს და მასში 61 ქვეყნის პარასპორტსმენი მონაწილეობს.