22 ნოემბერი 2024,   04:04
ვრცლად
გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიდიან, ვინაიდან უნდათ, რომ დამალონ ის მანკიერება და ზრახვები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აქვთ - რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის სარჩელზე

გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიდიან, ვინაიდან უნდათ, რომ დამალონ ის მანკიერება და ზრახვები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აქვთ,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

ის საკონსტიტუციო სასამართლოში "გამჭვირვალობის შესახებ კანონთან" დაკავშირებული პრეზიდენტის სარჩელს ეხმაურება.

"მათი მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოში არის როგორც ფარისევლობა, ასევე - ორმაგი სტანდარტი მათი მხრიდან. როგორც ფარისევლობა, ასევე ორმაგი სტანდარტი, ყველაზე მიუღებელია. ვხედავთ, რომ მათ აქვთ მცდელობა, ზეწოლა მოახდინონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ესეც იმიტომ, რომ შინაგანად დარწმუნებულები არიან, რომ მათ საქმეებს არანაირი პერსპექტივა სასამართლოში არ აქვს. ამ შემთხვევაში, გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიდიან, ვინაიდან უნდათ, რომ დამალონ ის მანკიერება და ზრახვები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აქვთ. ამიტომ, კეთილი ინებონ და, რადგან შეიტანეს ეს საქმეები, დაელოდონ განხილვასაც, გადაწყვეტილებასაც და პატივი სცენ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები