ტაილანდში ავიაკატასტროფა მოხდა - კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სავარაუდოდ, 7 ტურისტი და 2 პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი ჭაობში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი ბანგკოკის აეროპორტიდან სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო რეგიონში მიფრინავდა, რომელიც თავისი პლაჟებით არის ცნობილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, აფეთქების ხმა გაიგეს.
ამ დროისთვის, მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ეძებენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში თვითმფრინავის ნამტვრევები და მგზავრების ტყეში გაფანტული პირადი ნივთები ჩანს.