22 ნოემბერი 2024,   04:04
ვრცლად
ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსული კანონის ძალაში შესვლას - ლევან ბეჟაშვილი

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო მომავალი კვირიდან დაიწყებს. პროცესები უკვე ჩანიშნულია 29, 30, და 31 აგვისტოს. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, საჭიროა ყველა პლატფორმის გამოყენება.

"ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ შევეწინააღმდეგოთ რუსული კანონის ძალაში შესვლის საკითხს. ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს ბერკეტი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ, კიდევ ერთხელ, საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგენთ არგუმენტებს, თუ რატომ არის ეს რუსული კანონი, რატომ უქმნის ის საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კონსტიტუციის 78-ე მუხლს და მოვითხოვთ ამ კანონის შეჩერებას," - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ასევე, "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი, საბა ბუაძე ამბობს, რომ დიდი მოლოდინები არ აქვს, თუმცა ოპოზიციამ ყველა ბერკეტს უნდა მიმართოს.

"კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ ხალხს, რა ზიანი მოაქვს რუსულ კანონს, რა ზიანი მოაქვს რუსეთის სამსახურში მყოფ ხელისუფლებას და ამ ზიანს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ," - აცხადებს საბა ბუაძე.

 

დღის ამბები