22 ნოემბერი 2024,   03:58
ვრცლად
დღეს, ვინც იცავს მშვიდობას, ტრადიციებსა და ოჯახურ ღირებულებებს, პირდაპირი გაგებით, თავს ესხმიან - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი მცხეთაში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრის ღონისძიებაზე მიღებულ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება.

მისი განცხადებით, დღეს, ვინც იცავს მშვიდობას, ტრადიციებსა და ოჯახურ ღირებულებებს, თავს ესხმიან, პირდაპირი გაგებით.

"დღეს, ვინც იცავს მშვიდობას, ტრადიციებსა და ოჯახურ ღირებულებებს, იმას, პირდაპირი გაგებით, თავს ესხმიან. ანუ, რეალურად, დღევანდელი მოცემულობით, ლიბერალური ფაშიზმი განსხვავებულ მოსაზრებას კლავს.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არის მშვიდობის, ოჯახური ღირებულებებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების ნომერ პირველი გარანტი და თავისთავად ცხადია, რომ, უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ცნობებითაც, იმ ტერაქტის მცდელობის, ის იქნება ნომერ პირველი სამიზნე საქართველოში. ამიტომ, უსაფრთხოების წესები უნდა იყოს დაცული უმაღლეს დონეზე," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები