6 წლის დანგ ტიენ ლამი, რომელიც ვიეტნამში, 17 აგვისტოს დაიკარგა, 5-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში იპოვეს. ბავშვი, თავის 9 ძმასთან ერთად, ნაკადულში თამაშობდა და ხეტიალისას დაიკარგა.
21 აგვისტოს, ადგილობრივმა ფერმერებმა ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს და ბიჭუნას დაკარგვის ადგილიდან 6 კმ-ში, ბუჩქებში მჯდარს მიაკვლიეს. ბავშვი იმდენად იყო დასუსტებული, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო.
ხელისუფლების მოხსენებებში ნათქვამია, რომ ამ 5 დღის განმავლობაში, ბავშვი ფოთლებითა და ველური ხილით იკვებებოდა, სასმელად კი ნაკადულის წყალს იყენებდა, რამაც, საბოლოოდ, მისი სიცოცხლე იხსნა.
პოლიციის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
6 წლის დანგ ტიენ ლამის ძებნაში 150 ადამიანი იყო ჩართული - მათ შორის, პოლიცია, ჯარისკაცები და ადგილობრივი მოხალისეები.
წყარო: BBC