22 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო გზავნილები ცნობილია - მმართველი პარტია ქვეყანაში მშვიდობის გრძელვადიანად დამყარებისთვის 4 აუცილებელი პირობას აყენებს

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო გზავნილები ცნობილია - ქვეყანაში მშვიდობის გრძელვადიანად დამყარებისთვის 4 აუცილებელი პირობა პოლიტიკური საბჭოს წევრებმა უკვე გაწერეს. სახელისუფლებო პარტიის მიწერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პირველი, რაც უნდა მოხდეს, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" ჯანსაღი ძალებით შეცვლაა, რასაც, მათი თქმით, მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებაზე საუბარს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მოკავშირეები მანიპულაციას უწოდებენ. ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მსგავსი განცხადებები წარსულშიც არაერთხელ მოუსმენიათ.

პოლიტსაბჭოს ვრცელ განცხადებაში კონკრეტული გეგმაა გაწერილი, თუ როგორ ხედავს მმართველი ძალა თითოეული საკითხის გადაჭრას. მმართველი პარტია პირველ ამოცანად მშვიდობის განმტკიცებას ასახელებს. პოლიტსაბჭოს განცხადების მიხედვით, "ქართული ოცნებისთვის" მიცემული ხმების რაოდენობა განაპირობებს იმასაც, რამდენად სწრაფად გადაიტვირთება საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.

სახელისუფლებოს ძალის გეგმებს ოპონენტების მხარდაჭერა არ აქვს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი იქნება, თუმცა ის ვერ განხორციელდება.

ოპოზიციის განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რამდენად აუცილებელია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს სახელისუფლებო პარტია ომსა და მშვიდობას შორის რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ სამშვიდობო პოლიტიკაზე გადის მმართველი გუნდისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი.

 

დღის ამბები