22 ნოემბერი 2024,   04:20
ვრცლად
ამომრჩეველს მოვუწოდებთ, მოგვცეს საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, სიამაყის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, კეთილდღეობის, ღირსებისა და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის - მდინარაძე

"მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია. ბევრი რამ შეიძლება დათმოს ქართველმა კაცმა თუ ქალმა, გარდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა. ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ პატივი სცენ და საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ, პატივცემულო მეგობრებო და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ," - ამის შესახებ ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მცხეთაში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"უნდა გადავრჩეთ ფიზიკურად, უნდა გადავრჩეთ სულიერად და გავაგრძელოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით და ჩვენი ქართული იდენტობის, ქართული, ეროვნული სულის და რწმენის შენარჩუნებით!
მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ პატრიოტი ქართველის გარედან მართვა შეუძლებელია. ბევრი რამ შეიძლება დათმოს ქართველმა კაცმა თუ ქალმა, გარდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა. ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ პატივი სცენ და საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ, პატივცემულო მეგობრებო და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ.

ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოს ყიდის, მის პატრონსაც გაყიდის და პირველივე შესაძლებლობისთანავე გააკეთებს ამას. დაქირავებულ აგენტს, პრინციპული მეგობარი რა თქმა უნდა, ჯობია - ეს უნდა დაგვიჯერონ და ამაზე მეტს აღარ გავაგრძელებ.

ჩვენს ამომრჩეველს კი, მოვუწოდებთ, რომ მოგვცენ გაცილებით მაღალი, ანუ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, მეტი სიამაყის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის, იმისათვის, რომ ერთიან საქართველოში, ასობით თაობის შემდეგაც კი, ქართველს, აფხაზს, ოსს და ა.შ. - ჩვენი ქვეყნის ყველა შვილს, იგივე მრწამსი, მენტალობა და შეხედულებები ჰქონდეს. ამის განმტკიცებას და ჩადუღაბებას გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობაა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები