თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი ერლიკას განცხადებით, ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
საქმე ეხება 19 ტყის ხანძარს, რომლებიც 15-დან 17 აგვისტოს ჩათვლით გაჩნდა.
მინისტრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავების ოპერაციები იზმირის, ოდემიშის, კარსიიაკისა და ბაინდირშის რეგიონებში ჩატარდა.
"ჩვენი ტყეები - ჩვენი ნაციონალური სიმდიდრეა. ეს ყველაზე ფასეული მემკვიდრეობაა, რომელსაც ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს დავუტოვებთ", - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი.