ქართული თეატრების სცენებს მალე საერთაშორისო ვარსკვლავები დაიკავებენ - თბილისი რიგით მე–16 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის ემზადება. ღონისძიებას თეატრალური სამყაროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის, რობერტ უილსონის "ქარიშხალი" გახსნის. უილსონი თბილისს პირველად ეწვევა.
ფესტივალის პროგრამა, გასული წლების მსგავსად, საკმაოდ დატვირთულია. ქართველი რეჟისორების მიერ დადგმული 45 და 3 საერთაშორისო სპექტაკლი – ღონისძიება ქართულ და უცხოურ სექციებად იყოფა.
ფესტივალზე საერთაშორისო სტუმრები, პიესის გარდა, ვორქშოფებსა და სემინარებსაც ჩაატარებენ.
ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.