22 ნოემბერი 2024,   04:06
ვრცლად
სხვადასხვა კუთხიდან გურიაში ჩასული 50-ზე მეტი მხედარი და დოღი ბახმაროში - ღონისძიებას მთავრობის წევრებიც დაესწრნენ

სხვადასხვა კუთხიდან გურიაში ჩასული 50-ზე მეტი მხედარი და დოღი ბახმაროში - ასპარეზობა, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე გურიაში საუკუნოვანი ტრადიციაა, საბა ეხვაიას გამარჯვებით დასრულდა. სპორტული ღონისძიებების ფარგლებში 4 გარბენი შედგა. გამარჯვებულებისთვის ფულადი პრიზები იყო დაწესებული. საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენდა.

დოღს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

დოღის პარალელურად, სხვადასხვა გასართობი აქტივობაც გაიმართა. მთავრობის მეთაურმა, დეპუტატებთან ერთად, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციაც დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა.

სწორედ მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად და დოღზე დასასწრებად წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ბახმაროში. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ დღეს გურიაში უჩვეულოდ ბევრი სტუმარი ჩავიდა.

ტრადიციად ქცეული დოღი გურულებისთვის საერთო ზეიმია - წარსულის ტრადიციებისა და მომავლის უნივერსალურობა, რომელიც ხალხს საქართველოს ყველა კუთხიდან დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად აერთიანებს. "ბახმაროს თასი 2024" კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები