აშშ-ში, მიჩიგანში, 41 წლის კაცი 6 თვის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა მეილებსა და ზარებს, რომლითაც ჯეკპოტის მოგებას აცნობებდნენ.
როგორც გამარჯვებული ამბობს, ჯეკპოტის მოგების შესახებ ელექტრონული შეტყობინება ჯერ კიდევ 14 თებერვალს მიიღო, თუმცა მიიჩნია, რომ საქმე თაღლითებთან ჰქონდა და შეტყობინება წაშალა. ასევე, უპასუხოდ დატოვა მორიგი წერილები და ზარები ლატარიის კომპანიისგან.
როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ, შეწუხებულმა, გადაწყვიტა, ინფორმაცია გადაემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ მან მართლაც მოიგო ჯეკპოტი - $257,631.
მოგებული თანხით, კაცი ახალი სახლისა და ავტომობილის შეძენას გეგმავს.