22 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
კონგრესში მოამზადეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბაიდენი თანამდებობას ბოროტად იყენებდა და "საკუთარი ოჯახის გასამდიდრებლად, შეერთებულ შტატებს ატყუებდა" - Fox News

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიმპიჩმენტო დანაშაულები ჩაიდინა, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ. როგორც Fox News-ი წერს, დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობდნენ ასევე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა და საბიუჯეტო კომიტეტები.

მის მიხედვით, ბაიდენი თანამდებობას ბოროტად იყენებდა და "საკუთარი ოჯახის გამდიდრების გამო, შეერთებულ შტატებს ატყუებდა“. "კომიტეტებმა შეაგროვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩაიდინა ისეთი მოქმედებები, რომელთაც იმპიჩმენტი მოჰყვება“, - აღნიშნულია თითქმის 300-გვერდიან დოკუმენტში.

კონგრესმენები, რომელთაც დასკვნაზე იმუშავეს, აცხადებენ, რომ ბაიდენის ოჯახმა და მათმა საქმიანმა პარტნიორებმა უცხოური კომპანიებისგან ათობით მილიონი დოლარი მიიღეს. მათი თქმით, ჯო ბაიდენის ოჯახმა, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, შემოსავლის სახით, 27 მილიონი დოლარი მიიღო.

დღის ამბები