22 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში გაუმჭვირვალედ სცადონ რევოლუციის მოწყობა, დაფინანსება - ირაკლი კობახიძე

არ მინდა, რომელიმე კონკრეტულ უცხოურ ორგანიზაციაზე ვისაუბრო ნეგატიური ფორმით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, გამჭვირვალობა არის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია უცხოური ფული საქართველოში დაიხარჯოს გამჭვირვალედ.

"ჩვენ არავის ვუზღუდავთ დაფინანსებას, შეუძლიათ ვიღაცებს თუნდაც რევოლუციური პროცესები დააფინანსონ ჩვენს ქვეყანაში, მთავარია, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია უცხოურ გავლენასთან დაკავშირებით. სწორედ ამისთვის იყო მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, დაფინანსება. ეს არის არის სწორი პრაქტიკა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმ ფინანსებზე, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მთავარი. სწორედ ამას ემსახურებოდა მიღებული კანონი", – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები