22 ნოემბერი 2024,   04:10
ვრცლად
მთავარია დაფინანსება იყოს გამჭვირვალე იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია უცხოურ გავლებასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

არ მინდა, რომ რომელიმე კონკრეტულ უცხოურ ორგანიზაციაზე ვისაუბრო ნეგატიური ფორმით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ გამჭვირვალობა არის მთავარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია უცხოურ გავლებასთან დაკავშირებით. 

"მე არ მინდა, რომ რომელიმე კონკრეტულ უცხოურ ორგანიზაციაზე ვისაუბრო ნეგატიური ფორმით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ გამჭვირვალობა არის მთავარი. ჩვენ არავის არ ვუზღუდავთ დაფინანსებას, ვიღაცებს შეუძლიათ, თუნდაც რევოლუციური პროცესები დააფინანსონ ჩვენს ქვეყანაში, მთავარია რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია უცხოურ გავლებასთან დაკავშირებით. სწორედ ამისათვის იქნა მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. გამჭვირვალობას, რა თქმა უნდა, არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში, ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა და დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენთვის მთავარი და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა გამჭვირვალობის კანონის მიღება," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები