22 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ტრაგიკულად დასრულებული ქორწილი - კოლორადოში წყვილი ქორწილიდან რამდენიმე დღეში ავარიას ემსხვერპლა

კოლორადოში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ქორწილიდან რამდენიმე დღეში, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.

კოლორადოში, მაგისტრალზე, ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილი გადაბრუნდა და მათ მანქანას შეეჯახა, რამაც წყვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, წყვილთან ერთად, მანქანაში მათი 1 წლის შვილი და მშობლები იმყოფებოდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის თანმიმდევრობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, გადატრიალდა და ტვირთი გზაზე გაიფანტა.

დღის ამბები