22 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
"ქედს ვიხრით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის გამორჩეული და გაუტეხელი გმირის წინაშე" - თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძეზე

"ქედს ვიხრით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის გამორჩეული და გაუტეხელი გმირის წინაშე," - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მომავალი თაობებისთვის გიორგი ანწუხელიძე სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცისა და პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად იქცა.

"18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა!
ქედს ვიხრით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის გამორჩეული და გაუტეხელი გმირის წინაშე.

2008 წლის აგვისტოს ომში გიორგი ანწუხელიძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქვეყნის ღირსება. მომავალი თაობებისთვის ის იქცა სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცის, პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად.
სწორედ გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
დიდება გმირებს!" - წერს ირაკლი ჩიქოვანი.

დღის ამბები