22 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
NED-ი, რომელიც დედა დონორია კოლექტიური გიგაურების და ლომჯარიების საქართველოში, რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგნი იყოს - ირაკლი კირცხალია

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სწორედ NED-ი აფინანსებს იმ მედიასა და ორგანიზაციას, რომელთა სახელებიც ბიძინა ივანიშვილის შესახებ მომზადებული ყალბი სტატიების უკან დგას.

მისივე შეფასებით, საქართველოში რეალური სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს და არსამთავრობო ორგანიზაციები "პარტიების დასაფინანსებელი გამტარები" არიან. 

"ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ იქცევიან ის ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს საქართველოში ფიგურირებენ. რაც შეეხება სრულიად სიცრუეზე აგებულ ვითომ გამოძიებას - OCCRP-ს [გამოძიების ავტორი ორგანიზაცია], შემთხვევით, NED-ი ხომ არ აფინანსებს? დარწმუნებული იყავით, რომ ასეა. ასევე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა", რომელიც OCCRP-ის პარტნიორი საქართველოში, შემთხვევით, ისიც NED-იდან ხომ არ ფინანსდება? დარწმუნებული იყავით, რომ ასეა და შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

რა გასაკვირია, რომ ასეთი სიცრუის კამპანია ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შედიოდეს მათ ინტერესებში. როდესაც არის გაცხადებული პოლიტიკა, რომ არ არსებობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება და ეს ვითომ არასამთავრობოები, რეალურად, იყვნენ პარტიების დასაფინანსებელი გამტარები, NED-ი , რომელიც დედა დონორია კოლექტიური გიგაურების და ლომჯარიების საქართველოში, რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგნი იყოს," - აცხადებს კირცხალია.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის დიპლომატიური უწყება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" საქმიანობით დაინტერესდა და ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირ მიუთითებს, რომ ფონდი დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობითა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით. ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული მაგალითებიც. უწყება აღნიშნავს, რომ 2024 წლის მაისში NED-მა მხარდაჭერა გამოუცხადა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში, უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ.

 
 
დღის ამბები