22 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
"რადიკალი გიჟი, სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი" - ტრამპი

"რადიკალი გიჟი, სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი," - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები აქვს მაგრამ კამალა ჰარისის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვითარება უფრო გაუარესდება. ტრამპმა ეს განცხადება პენსილვანიის შტატში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

"გუშინდელ გამოსვლაში კამალა გახდა სრული კომუნისტი. მოუსმინეთ? მას ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს. კატასტროფული ინფლაციის გამოწვევის შემდეგ, კამალამ გამოაცხადა, რომ სურს სოციალისტური ფასების კონტროლის დაწესება, რასაც აქამდე არასდროს უმუშავია. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ გიჟ სოციალისტს. ის ჩვენი ქვეყნის ისედაც დანგრეული ეკონომიკის განადგურებას აპირებს," - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები