გენო პეტრიაშვილი გორელი გულშემატკივრის წინაშე წარსდგა. პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებული, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩის დაწყებამდე მიიწვიეს.
გენო პეტრიაშვილს გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. გორის "დილას" სპორტულმა დირექტორმა კი სიმბოლური საჩუქარი გადასცა.