"ლევანტეს" პრესსამსახურის წარმომადგენელი - ხავი თბილისშია. როგორც მან აღნიშნა, ესპანური კლუბის საერთაშორისო ურთიერთობების აღმასრულებელ დირექტორთან ერთად საქართველოში, ქართველი ტალანტების აღმოსაჩენად ჩამოვიდა.
ხავი, რომელიც საქართველოში ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სოციალური ქსელიდან გაიცნეს, ამბობს, რომ ქართული კულტურის გაცნობაც სურს.