22 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობით ადგილობრივი გიდების მოსამზადებელი პროგრამა განხორციელდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით, ადგილობრივი გიდების მოსამზადებელი პროგრამა განხორციელდა.

ამბროლაურის ტურისტულ ცენტრში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, მერის მოადგილესთან თამარ ქევანაშვილთან და გიდების ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.

ინტენსიური სასწავლო პროგრამა დამწყები და პრაქტიკოსი კულტურული ტურიზმის გიდებისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოიცავდა, როგორც თეორიულ ლექციებს, ასევე ინტერაქტიულ სემინარებს.

კურსი მიზნად ისახავდა გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი ნორმებით პროფესიული უნარების ელემენტების პრაქტიკულ დემონსტრაციას და ათვისებას.

დღის ამბები