22 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ჩვენი გაერთიანების მთავარი მოტივატორი - მჯერა, დღეს ბედნიერი იქნება - თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ჩვენი გაერთიანების მთავარი მოტივატორი. მჯერა, დღევანდელი გაერთიანებით, დღევანდელი გამსხვილებით ბედნიერი იქნება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გაფართოება მნიშვნელოვანი გაძლიერებაა პოლიტიკური პლატფორმისთვის.

"პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ჩვენი გაერთიანების მთავარი მოტივატორი. მჯერა, დღევანდელი გაერთიანებით, დღევანდელი გამსხვილებით ის ბედნიერი იქნება. ერთი მხრივ, კობა ნაყოფია, როგორც მან თქვა, მისი ძველი თანამებრძოლი, მეგობარი შემოგვიერთდა, მეორე მხრივ, “ევროპული საქართველო” დიდი ევროპული ოჯახის წევრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ეს მნიშვნელოვანი გაძლიერებაა ჩვენი პოლიტიკური პლატფორმისთვის. გავძლიერდეთ, გავმხნევდეთ”, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავამ განმარტა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

„ძალიან მალე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გპირდებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, უმოკლეს ვადაში გახდება ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული წევრი”, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

დღის ამბები