22 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომოდა რუსეთში, 2012 წელს, კაპიკებში კი არ გაყიდდა, დაიტოვებდა - ლოგიკა მაინც ჩართონ გიგაურმა და ნაცმედიამ, რომ, იქნებ, საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც დააჯერონ ეს მდარე სიცრუე - ნინო ფოჩხუა

"როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილსა და სიცრუეს? ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რომელიც იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით? ახლა რადიკალურმა მედიამ გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა", - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ ეკა გიგაურისა და ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციების შესახებ.

"იმდენად უსუსურია ეს ყველაფერი, რომ ყურადღებასაც არ იმსახურებს, მაგრამ როდემდე უნდა უსმინოს ქართულმა საზოგადოებამ ამდენ ტყუილსა და სიცრუეს? ნუთუ არ ეყო კაპიტან გიგაურს ის მხილება, რომელიც მან პირველმა იკადრა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით რუსეთში? ახლა რადიკალურმა მედიამ ეს გაუგებარი ქაღალდი ააფრიალა და გიგაურისეული ყიდვა, ქონების გადაფორმებად გადაასწორა.

იქნებ, დაგვდოს პატივი კაპიტანმა გიგაურმა და ნაცმედიამ - გვითხრას, ან რა საბუთია ეს, ან სად არის სკანდალი.

ბიძინა ივანიშვილს ქონება რომ სდომებოდა რუსეთში, 2012 წელს, კაპიკებში კი არ გაყიდდა, დაიტოვებდა. ლოგიკა მაინც ჩართონ კაპიტანმა გიგაურმა და ნაცმედიამ, რომ, იქნებ, საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც დააჯერონ ეს მდარე, არანაირ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი სიცრუე", - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

დღის ამბები