22 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ნიკა მელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის სტადიონიდან მოქალაქეებმა გააძევეს

პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის სტადიონიდან მოქალაქეებმა გააძევეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მელია, თანაპარტიელებთან და რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში შეკრებულ ახალგაზრდებთან მივიდა, რომლებიც საფეხბურთო მატჩზე იყვნენ შეკრებილები და მათთან გასაუბრება სცადა, თუმცა, მათ მელიასთან საუბარი არ ისურვეს.

ახალგაზრდებმა, პროტესტის ნიშნად, თამაში შეწყვიტეს და მელიას სტადიონის დატოვებისკენ მოუწოდეს, რა დროსაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. 

 

დღის ამბები