არგენტინის პოლიციამ ებრაელების წინააღმდეგ მიმართული ტერაქტი აღკვეთა. არგენტინის ფედერალურმა პოლიციამ სავარაუდოდ "ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის" მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა, რომელიც ქალაქ მენდოსში მცხოვრები ებრაელი საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle არგენტინის უსაფრთხოების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არგენტინის ანტიტერორისტული ქვედანაყოფის ფედერალურმა პოლიციამ (PFA) განაცხადა, რომ ორგანიზაციის 7 წევრი დააკავა. საქმე გადაცემულია მენდოსის სასამართლოში.
არგენტინაში, სადაც მთელ ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ებრაული საზოგადოება ცხოვრობს, 90-იან წლებში, რამდენიმე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. 1994 წელს კი, ებრაულ საზოგადოებრივ ცენტრზე თავდასხმის შედეგად, 85 ადამიანი დაიღუპა, რაც ყველაზე სასტიკ ტერაქტად იქნა მიჩნეული ქვეყანაში.
"ჩვენ მოვიშორებთ თითოეულ დამნაშავეს, ვინც ცდილობს შიში დათესოს არგენტინელებში, ისინი პასუხს აგებენ," - წერს სოციალურ ქსელში არგენტინის უსაფრთხოების მინისტრი პატრისია ბულლრიჩი.