თურქეთში, იზმირის პროვინციაში, ტყის ხანძარს ებრძვიან. რამდენიმე რაიონში გამოცხადებულია ევაკუაცია, დამწვარია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.
ცეცხლის ქრობის პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 5 თვითმფრინავი, 15 ვერტმფრენი, 10 სახანძრო მანქანა და სხვა ტექნიკაა ჩართული.
გადაკეტილია სტიქიის ზონისკენ მიმავალი რამდენიმე ავტომაგისტრალი.